მასწავლებელთა III საუნივერსიტეტო კონფერენცია ჩატარების ადგილი : რუსთავი , მე – 12 საჯარო სკოლა ორგანიზაცია : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი , პედაგოგიკის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი . კონფერენციის ხანგრძლივობა : 2 დღე თარიღი : 5–6 დეკემბერი მიზანი : კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება გაღრმავებას ; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას , რაც , თავის მხრივ , ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო , ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას . ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების , საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი ...