Skip to main content
მასწავლებელთა III საუნივერსიტეტო კონფერენცია
ჩატარების ადგილი: რუსთავი,  მე– 12 საჯარო სკოლა
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
კონფერენციის ხანგრძლივობა:   2 დღე
თარიღი: 5–6 დეკემბერი
მიზანი : კონფერენცია მიზნად ისახავდა  უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას. ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური
საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
რეზიუმე:  5 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა III კონფერენციაუნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტსგახსნა. მუშაობისათვის მეტად თბილი და უშუალო გარემო იყო შექმნილი. მე,როგორც მომხსენებელმა  6 დეკემბერს წარმოვადგინე თემა: მხატვრული ნაწარმოების კითხვის სირთულე სკოლაში
   კონფერენცია მართლაც ეროვნული სულისკვეთების მატარებელი იყო, აქ განხილული ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზების ძიება,ვფიქრობ, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის,მომავალი თაობის აღზრდისა და ჯანსაღი განათლების სისტემის ჩამოყალიბების საწინდარია.
   
საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოვა.


კონფერანციის თემები გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალში

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პუნქტუაციის სწავლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები შესავალი  პუნქტუაცია წერითი მეტყველების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრის სწორად ჩამოყალიბებასა და გადმოცემაში სასვენი ნიშნების ხმარებას. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. ლიტერატურის  მიმოხილვა -  ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენის სტანდარტში ვკითხულობთ: ,, ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნ...