პუნქტუაციის სწავლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
შესავალი
პუნქტუაცია წერითი
მეტყველების ერთ-ერთი
ძირითადი ასპექტია, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრის სწორად ჩამოყალიბებასა
და გადმოცემაში სასვენი ნიშნების ხმარებას. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის
ანგარიში. ნაშრომში განხილულია ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით
მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული
ცვლილებები.
ლიტერატურის მიმოხილვა - ეროვნული
სასწავლო გეგმის ქართული ენის სტანდარტში ვკითხულობთ:
,,ინფორმაციისა
და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური
შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური
შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის
ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
(წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება
და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე
მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს. “
პუნქტუაციის
წესების შემოღება XI საუკუნიდან იწყება. XI საუკუნის ცნობილი მთარგმნელი ეფრემ მცირე, რომელიც
მოღვაწეობდა შავ მთაზე (საბერძნეთში) იყო შესანიშნავი მეცნიერი. მისი ღრმა ერუდიცია
ჩანს ნათრგმნ წიგნებში: ,, დედნის სიტყვებს ,, მარტივად, შეუზავებლად და შეუხებელად
გადმოსცემდა ხოლე“. პუნქტუაციის წესების შემოღება
მას უკარნახა ,,საღმრთო ფილოსოფოსმა“ იოანე ფარნაკელმა (მასწავლებელმა), ამიტომაც პუნქტუაციის
დამკვიდრება მის სახელს უკავშირდება: ,, იმავე მიზნით, ესე იგი დედნის აზრის შესაგნებლად,
მან შემოიღო საკუთარი სისტემა პუნქტუაციისა - ერთწერტილი, სამწერტილი და ექვსწერტილი-
რომელიც ქართულ მწერლობაში დაკანონდა კიდეც“ ( ,,ქართული ლიტერატურის ისტორია ტომი
I “ - კორნელი
კეკელიძე, გვ. 253).
პროფესორი
ნათელა მაღლაკელიძე აღნიშნავს, რომ : ,, პუნქტუაციური ჩვევების ფორმირება წერითი მეტყველების
ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენეტია, მასზე მუშაობა სკოლაში მშობლიური
ენის სწავლების ადრეული ეტაპიდან იწყება. პუნქტუაციის შესწავლით მოსწავლე ეუფლება არა
მხოლოდ სასვენი ნიშნის ხმარების წესებს, არამედ ამით ეცნობა ენის სინტაქსურ და სტილისტიკურ
ბუნებას; პუნქტუაციური ანალიზის პროცესში იგი ნათლად ხედავს – ენაში რა სინტაქსური
კონსტრუქციებია შესაძლებელი, როგორ შეიძლება მარტივი შინაარსის გადმოცემა რთული კონსტრუქციებით,
რთულისა – მარტივით. (,,განათლების მეცნიერებანი და ფსიქოლოგია“ რეცენზირებადი
ელექტრონული სამეცნიერო ჯურნალი 2014წ).
განსხვავებულ
აზრს აყალიბებს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია: ,, დედანს საშინელის სისწრაფით ვწერ.
შავში სასვენ ნიშნებს უნდა გადავახტე. მე მგონია: როცა ჩვენი მკითხველები კითხვასა
და ნაწერის გაგებაში უკეთ გაიწაფებიან, სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ. ეს დიდ დროს
გვართმევს. ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არა ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ.
პირადად მე არა მგონია ასეთ რამეს მოვესწრო“. ( ქართული ენა და ლიტერატურა , ბაკურ
სულაკაური, თეა ქიტოშვილი, VII
კლ. გვ. 235).
კოსტანტინე
გამსახურდიას მოსაზრების დასადასტურებლად მოვიხმობ ილია ჭავჭავაძის მოთხრობას ,,კაცია-ადამიანი?!“,
ნაწარმოებში გვხვდება ერთი ფრაგმენტი, კერძოდ, მოსე გრძელაძის წერილი, რომელშიც არცერთი
სასვენი ნიშანი არ არის დასმული, შესაბამისად, მკითხველს უჭირს ეპიზოდის სწორად აღქმა.
სასვენი ნიშნების
გარეშე აზრის სრულყოფილად ჩამოყალიბება შეუძლებელია. ის, რაც ზეპირ მეტყველებაში ინტონაციით
გამოიხატება, წერის დროს სასვენი ნიშნების მოვალეობაა.
პრობლემა და საკვლევი
საკითხი
პრობლემის შერჩევა
ქართული ენა გამოირჩევა სინტაქსური კონსტრუქციების მრავალფეროვნებით, გარდა
ამისა, განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების სიჭარბე მას განასხვავებს ინდოევროპული
ენებისაგან , ამიტომაც პუნქტუაციას ჩვენს ენაში სულ სხვა დატვირთვა აქვს, რაც ბუნებრივია,
მოსწავლეთა ნაწერებში აისახება.
მოსწავლეები, თავიანთ ნაწერებში, სასვენ ნიშნებს
სწორად ვერ სვამენ. ხშირ შემთხვევაში ინტონაციას არ ემყარება სასვენი ნიშნების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსაკუთრებით უჭირთ , სხვა სასვენ ნიშნებთან შედარებით,
,,მძიმის“ დასმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრაქტიკული კვლევა
ჩავატარე დაწყებით და საშუალო საფეხურზე.
მოსწავლეთა შემაჯამებელ დავალებებში სხვადასხვა ტიპის გრამატიკული შეცდომებია
, თუმცა დაშვებულ შეცდომათაგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სასვენი ნიშნების არასწორი
ხმარებითაა გამოწვეული.
განსაკუთრებით რთული
ვითარებაა მე-5 კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეებმა
არ იციან წინადადების ბოლოს წერტილის დასმაც კი. ჩემი ვარაუდით , არსებულ პრობლემას იწვევს :
ü
ხშირად
ტესტური დავალებების შესრულება;
ü
სახელმძღვანელოში
ამ ტიპის დავალებების სიმწირე;
ü
მოსწავლეთა
ფონური ცოდნის არარსებობა.
ე ს
გ -ის მიხედვით მე-5 კლასის მოსწავლეს უნდა
შეეძლოს : ,, V,
15, გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა; ტექსტის შექმნისას იცავს ქართული სალიტერატურო ენის
ნორმებს და აკეთებს კორექტურას“.
სტანდარტის
შედეგი საკმაოდ რთულადაა წარმოდგენილი, რისი მიღწევაც სახელმძღვანელოში შემოთავაზებული
სავარჯიშოებით შეუძლებელია. საქმეს ართულებს ისიც , რომ გრამატიკული საკითხები ინტეგრირებულად
ისწავლება ლიტარატურასთან, ხოლო პუნქტუაციის სწავლებაზე მე-5 კლასის სახელმძღვანელოში
ძალიან მცირე მასალა მოიძებნება.
ფონური
ცოდნა, რომელიც მოსწავლეებს მეოთხე კლასიდან უნდა მოჰყვებოდეთ, პრაქტიკულად უნარ-ჩვევაში
არ აქვთ გადასული. ამიტომაცაა, რომ ზეპირი მითითებებით, დავალებების მუდმივი შესწორებებით,
წესების გაცნობით მე-5 კლასის მოსწავლეებს ძალიან უჭირთ სასვენი ნიშნების მართებულად
გამოყენება და ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ მას.
მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების
ანალიზისას თითქმის იგივე დარღვევები იკვეთება, რაც მე-5 კლასის მოსწავლეების ნამუშევრებშია.
თანაც
საშუალო საფეხურზე პუნქტუაციის საკითხები არ ისწავლება.
კვლევის
მთავარი კითხვა :
როგორ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება?
ჩემი
პრაქტიკიდან გამომდინარე მუდმივად ვაკვირდებოდი მოსწავლეებს წერის პროცესში. ამ დაკვირვებებიდან
გამომდინარე დავასკვენი, რომ იშვიათად სვამს მოსწავლე წერის პროცესში სასვენ ნიშანს.
ნაწერის დასრულების შემდეგ უბრუნდებიან დავალებას და იწყებენ სასვენი ნიშნების დასმას.
შევაგროვე მონაცემები, ტესტების საშუალებით; მათ მიერ
დასმულ სასვენ ნიშნებს გავუკეთე ანალიზი ;
ვცდილობდი იმის გარკვევას , როგორ გადამეჭრა ეს პრობლემა, როგორ მესწავლებინა
( მათ არ აქვთ საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება).
კვლევის მეთოდებად გამოვიყენე როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივი მეთოდი: დაკვირვება, ინტერვიუ, დიალოგი;
რაოდენობრივი მეთოდი: ანკეტირება, წერილობითი
გამოკითხვა.
მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ინტერვიუ, შევარჩიე რამდენიმე
მასწავლებელი და მოსწავლე. მასწავლებლებთან საუბრიდან გამოიკვეთა იგევე პრობლემა, რასაც
მე ვიკვლევდი, ხოლო მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დროის დეფიციტის გამო არ სვამდნენ სასვენ
ნიშნებს წერის პროცესში, თუმცა გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებოდნენ სასვენი
ნიშნის აუცილებლობას ან სრულიად ზედმეტად სვამდნენ მას.
მოვამზადე
კითხვარები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის (იხ.
დანართი 1). მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს კითხვარების
შევსების დროს, გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში შეავსეს კითხვარები, შევსების დროს
დაცული იყო ანონიმურობა. მოსწავლეთა მშობლებს შესავსები კითხვარები სახლში გავუგზავნე
, ამ შემთხვევაში ვისარგებლე შერჩევის პრინციპით და შევარჩიე ის მშობლები, რომლებიც
შეძლებდნენ კითხვარის შევსებას, ამ შემთხვევაშიც დაცული იყო ანონიმურობა.
გამოკითხვის
შემდეგ გადავწყვიტე, შევხვედროდი თითოეულ მათგანს
და გამერკვია ის საკითხები , რომლებიც ნათელს მოჰფენდა ზოგიერთ საკითხს.
მონაცემთა
ანალიზმა შესაძლებლობა მომცა ზოგიერთ საკითხს ჩავღრმავებოდი,
დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
მონაცემთა
ანალიზი
მოსწავლეთა
ფონური ცოდნა (ცალკეული სასვენი ნიშნების დანიშნულების ცოდნა, მათი ფუნქციის გააზრება)
ძალზე დაბალია. შემაჯამებელი დავალებების ანალიზმა აჩვენა, რომ სასვენი
ნიშნებს სვამენ, მაგრამ შეუსაბამოდ, ზოგიერთ სასვენ ნიშანს საერთოდ არ წერენ, ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთ დასაბუთება - არგუმენტირების
უნარი (რატომ გამოიყენა მოსწავლემ მოცემულ შემთხვევაში ეს სასვენი ნიშანი). ამიტომაც
გამოკითხვის დროს უმეტესებამ აღნიშნა , რომ იყენებს სასვენ ნიშნებს, თუმცა არც თუ ისე
ცოტაა იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ,,ავიწყდებათ“ სასვენი
ნიშნების დასმა.
მე-11 და მე-12 კლასებში ჩავატარე ტესტირებები,
მოსწავლეებს შერწყმულ წინადადებაში უნდა დაესვათ სასვენი ნიშანი (,
) მაცალკევებელკავშირიან შერწყმულ წინადადებაში მოსწავლეთა უმეტესობამ ვერ დასვა სწორად
სასვენი ნიშანი, ხოლო მაპირისპირებელკავშირიან შერწყმულ წინადადებაში ყველამ სწორად დასვა სასვენი ნიშანი.
განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან
უნდა დაესვათ შესაბამისი სასვენი ნიშანი( , !
) , ამ შემთხვევაშიც უმეტესობას გამოტოვებული
აქვს ,, მძიმე“, ან შეცდომით აქვთ დასმული, ხოლო ,,ძახილის ნიშანი “ დასმული აქვს ერთ-ორ მოსწავლეს.
რთულ წინადადებაშიც ( რთული ქვეწყობილი და
რთული თანწყობილი) უმეტესობა ვერ სვამს ,,მძიმეს“
სწორად.
სასვენი ნიშნები ( - : , ) ასევე შეცდომითაა დასმული გამნაზოგადებელ
სიტყვასთან, აგრეთვე დიალოგებთან და პირდაპირ ნათქვამთან.
კითხვარების ანალიზმა კი აჩვენა, რომ მოსწალეები
ყველაზე ხშირად სვამენ სასვენ ნიშნებს ( .
, ), რაც რეალობას ეწინააღმდეგება.
ჩემი
მოსწავლეების შესაძლებლობები მე ვიცოდი, რადგან სისტემატურად ვაფასებ შემაჯამებელ
დავალებებს, მაგრამ მაინც ჩავატარე ტესტირებები, რადგანაც მითითებებზე ყოველთვის მპასუხობენ:
- ,,სწრაფად ვწერდი და გამომრჩაო“. ტესტებზე მუშაობის დროს კი ბუნებრივია, ავუხსენი,
რომ სასვენი ნიშნები უნდა დაესვათ. ამით საბოლოოდ
დავადგინე მოსწავლეთა ცოდნის დონე, რაც არც თუ ისე სახარბიელოა.
რაც შეეხება მე-5 კლასს , ამ შემთხვევაში
ვეყრდნობი საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს , რომლებშიც ძალზე რთული ვითარებაა, მოწავლეები
ხშირ შემთხვევაში წერტილსაც არ სვამენ, სხვა სავენის ნიშანზე ხომ ზედმეტია საუბარი.
მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეების მიერ
შევსებული კითხვარის ანალიზისას გამოირკვა, რომ მათთვის ადვილი გასაგებია ისეთი ტექსტი,
რომელშიც სასვენი ნიშნები არ არის დასმული, ამიტომ თავიანთ ნაწერებშიც ვერ ხედავენ
ამის აუცილებლობას, რაც მართლწერის წესებს ეწინააღმდეგება.
მშობელთა ანკეტირების შეჯამების დროს გამოვლინდა ასეთი ვითარება:
მშობლები აღნიშნავენ, რომ ხშირად კითხულობენ თავიანთი შვილების
წერით ნამუშევრებს, მოსწონთ მათი წერითიმეტყველება და თვლიან , რომ მართლწერის წესები
დაცულია ნაწერებში. თუმცა მასწავლებლის მიერ შეფასებულ დავალებებსაც სანდოდ მიიჩნევენ.
აქედან გამომდინარე, მე-11, მე-12 კლასების მშობელთა გამოკითხვიდან ურთიერთსაწინააღმდეგო
ვითარება გამოიკვეთა: მშობლები თვლიან, რომ მართლწერის ნორმებს არ არღვევენ მათი შვილები;
ამავე დროს მასწავლებლის შეფასებასაც ენდობიან. ზოგიერმა მშობელმა მითხრა: პუნქტუაცია
კარგად არ მახსოვს, ამიტომაც ამ მხრივ, მითითება არ მიმიციაო.
კითხვარის შედეგები დიაგრამაზეა ასახული:
რაც შეეხება მე-5 კლასის მშობელთა გამოკითხვას, აქ განსხვავებული ვითარება გამოიკვეთა.
ჩემი კვლევის მიზანი
იყო შემესწავლა და გამეანალიზებინა პუნქტუაციის სწავლების პრაქტიკა, სიღრმისეულად შემესწავლა
ყველა ის წესები და სავარჯიშოები, რომლითაც მოსწავლეები სწავლობენ პუნქტუაციას და დამედგინა
მიზეზი ამ გადაუჭრელი პრობლემისა. მეკვლია შემაჯამებელ დავალებებში პუნქტუაციური შეცდომები
და დამედგინა რა უჭირთ ყველაზე მეტად მოსწავლეებს.
გავაანალიზე
სახელმძღვანელოში სავარჯიშოების მოცულობა და მათი შესწავლისთვის დათმობილი დრო; დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა ის სიძნელეები,
რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორია პუნქტუაციის
სწავლებისას. ტესტების საშუალებით დავადგინე, რა შემთხვევაში ვერ სვამენ სწორად სასვენ
ნიშნებს.
კვლევის მიგნებები
Ø
ქართულ ენას, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინას, ცალკე საათი
აღარ ეთმობა;
Ø
გრამატიკა ისწავლება ლიტერატურასთან ინტეგრირებულად,
თანაც ლიტერატურული საკითხების დიდი მოცულობის გამო გრამატიკულ საკითხებს ცოტა დრო ეთმობა;
Ø
საშუალო საფეხურზე ქართული ენის საკითხები აღარ
ისწავლება. პუნქტუაციის სწალებას კი მთელი რიგი გრამატიკული მასალის შესწავლა სჭირდება,
რომელსაც საკმაოდ დიდი მოცულობა აქვს;
Ø
მოსწავლეები
სათანადოდ ვერ იაზრებენ არსებულ პრობლემას;
Ø
მშობლებს
არ აქვთ პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება (პუნქტუაციასთან დაკავშირებით);
Ø
პუნქტუაციის უნარებზე დახარჯული დროის თანაფარდობა
სხვა მართლწერის უნარების სწავლების დროსთან შედარებით მცირეა.
შესაძლო ინტერვენციები
Ø მოსწავლეებს პუნქტუაციის
წესები ჩვევაში რომ გადაუვიდეთ, აუცილებელია დიდი რაოდენობით პრაქტიკული დავალებების
მიწოდება, რადგან მხოლოდ წესების დაზეპირებით (სახელმძღვანელოში მხოლოდ წესია და ერთი-ორი
მაგალითი), პუნქტუაციურ ჩვევათა დაუფლება რთულია;
Ø მე-5 კლასიდან უკვე უნდა
ვასწავლო მოსწავლეს, რომ სასვენი ნიშანი მთავარია წერის დროს და მუდმივად უნდა ჰქონდეს
მას მოლოდინი, რომ მისი ნაწერის ღირსება მაშინ გამოვლინდება თუ სწორად დასვამს სასვენ
ნიშნებს.
Ø მოსწავლეები უნდა მივაჩვიო
დამოუკიდებელ მუშაობას;
Ø სახელმძღვანელოში არ არის ისეთი დავალებები, რომლებიც
მოსწავლეებს დაეხმარება პუნქტუაციური შეცდომების გააზრებაში, ამიტომ აუცილებელია დამატებითი
ლიტერატურის მოძიება;
Ø პუნქტუაციი სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად;
Ø აუცილებელია ლოგიკური აზროვნება და მსჯელობის უნარის
განვითარება, რათა იაზროვნოს მოსწავლემ რატომ სვამს ამ შემთხვევაში სასვენ ნიშანს;
Ø მოსწავლეებმა კარგად უნდა განასხვავონ წინადადებები
აგებულების მიხედვით;
Ø შეძლონ განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ამოცნობა
წინადადებაში.
განხორციელებული ცვლილებები
კვლევის მასალების შეგროვების შემდეგ გადავწყვიტე
მოსწავლეებისთვის, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად მესწავლებინა წინადადების
აგებულება. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სისტემეტურად ვაძლევდი ტესტებს შერწყმულ
და რთულ წინადადებებზე. დავალებები მოვიძიე დამხმარე სახელმძღვანელოდან. დავალებებს
ვასწორებდი, ვუთითებდი და საჭიროების შემთხვევაში კომენტარებს ვუწერდი. ასევე ვიმოქმედე
განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევას უფრო კარგად აუღეს ალღო და ჩართულთან და
მიმართვასთან თითქმის უშეცდომოდ სვამდნენ
მძიმეს ( , ) , დანართთან , განკერძოებულ
განსაზღვრებასთან და განკერძოებულ გარემოებასთან, გაუჭირდათ სასვენი
ნიშნების ხმარება, ამიტომაც დიდი რაოდენობით ტესტებზე იმუშავეს , ხოლო ,,გარდა“
და ,,მიუხედავად“ თანდებულებთან დავაზეპირებინე, რომ აუცილებლად მათ შემდეგ უნდა
დაეწერათ მძიმე (,) . შესრულებული დავალებებიდან თანდათან იკვეთებოდა,
რომ მოსწავლეები სწორად სვამდნენ სასვენ ნიშნებს, თუმცა წლის ბოლოსთვის რთულ ქვეწყობილ
წინადადებაში მაინც დაფიქსირდა რამდენიმე მოსწავლის შეცდომა.
ინტერვენციის შეფასება
Ø
სწორადაა თუ
არა შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზები;
Ø
ამგვარი მიდგომებით ამაღლდება თუ არა მოსწავლეთა მოტივაცია;
Ø
შეიძლება თუ არა ამგვარი ქმედებებით პუნქტუაციური უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
ჩემი
კვლევა თითქმის მთელი წელი მიმდინარეობდა. კოლეგებთანაც ხშირად ვსაუბრობდი ამ სირთულეზე,
რადგან პუნქტუაციური უნარები აუცილებლად სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს, რათა
თავიდან ავიცილოთ ისეთი უხერხული სიტუაციები, რომლებშიც ხშირად ვარდება უმრავლესობა სასვენი ნიშნების უცოდინრობის
გამო.
მე-11 და მე-12 კლასის საბოლოოდ შესრულებული ნამუშევრებიდან
საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიე, ანუ სასურველი
შედეგი გამოიღო პრაქტიკულმა მაგალითებმა, მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან და
საკუთარ თავში დაწმუნებულები (რაც უმთავრესია ჩემი კვლევიდან), რომ სასვენ ნიშნებს
სწორად სვამენ.
რაც შეეება მე-5 კლასს, აქ შედარებით რთული ვითარებაა,
რადგან ძალიან ბევრია სამუშაო, წლის ბოლოს შესრულებულ შემაჯამებელ დავალებაში კვლავაც
იკვეთება პუნქტუაციური შეცდომები, რასაც მივაწერ მოსწავლეთა გაუცნობიერებელ და ზერელე
დამოკიდებულებას სასვენი ნიშნების მიმართ. მომავალ წელს კვლავაც უნდა გავაგრძელო მუდმივი
მითითებები , რათა პუნქტუაციური უნარ-ჩვევები ჩამოვუყალიბო მოსწავლეებს.
სამწუხაროდ,
სახელმძღვანელოებში რაიმე ცვლილებებს ვერ შევიტან და ვერც ცალკე საგნად ვასწავლი გრამატიკას, მოსწავლეები დავალებებს არასაგაკვეთილო
პროცსში ასრულებდნენ და მათი გასწორებაც ანალოგიურად მიმდინარეობდა. ვფიქრობ,
საკმაოდ წინგადაგმული ნაბიჯია, რადგან გამართული წერითი მეტყველება დიდ წარმატებას
მოუტანს მოსწავლეებს, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ოლიმპიადებსა და სხვა კონკურსებში დიდ წარმატებას
მოუტანენ როგორც სკოლას, ისე ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რადგან მათი წარმატებები
ჩემს პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.
ჩემ მიერ წარმოებულმა კვლევამ საბოლოოდ დამარწმუნა,
რომ წესების სწავლით კი არ ისწავლება პუნქტუაცია,
არამედ პრაქტიკული მაგალითებით, თანაც მუდმივი კომენტარები და მითითებებია საჭირო
, რათა პუნქტუაციის უნარ-ჩვევები ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს.
დასკვნა
პუნქტუაციური უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე
შემიძლია დავასკვნა, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია:
Ø
სასკოლო
სახელმძღვანელოებში პუნქტუაციური დავალებების სიმწირე;
Ø
მოსწავლეთა
ზერელე დამოკიდებულება სასვენი ნიშნების მიმართ;
Ø
საგაკვეთილო
პროცესში გრამატიკულ საკითხებზე გამოყოფილი დროის სიმცირე.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას შევეცადე
წინამდებარე კვლევაში განხორციელებული მეთოდების საშუალებით. ვფიქრობ, ჩემ მიერ გადადმული
ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში შედეგიანი იყო.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ,,როგორ
წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ – tpdc.ge 2011;
2. ეროვნული
სასწავლო გეგმა , ელექტრონული ვერსია
http://ncp.ge;
3. სამოქმედო
კვლევა სახელმძღვანელო მკვლევარი მასწავლებლებისთვის
ჯეფრი ი. მილსი;
4. პუნქტუაციური
ჩვევების ფორმირება სკოლაში - ნათელა მაღლაკელიძე
სტატია 2015;
5. ქართული
ლიტერატურის ისტორია ტომი I - კორნელი კეკელიძე ,,საბჭოთა საქართველო“ 1960 .
გვ. 253-254;
6. ქართული
ენა - ოთარ გაჩეჩილაძე ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“ 1992 ;
7. სავარჯიშოები
ქართულ ენაში - პეტრე ლორთქიფანიძე ,,განათლება“ 1986;
8. როგორ
ვწეროთ უკეთესად - ნინო შარაშენიძე ,,დიოგენე“
2007;
9. ქართული
ენა - ავთანდილ არაბული ,,წყაროსთვალი“ 2006;
10. ქართული
ენა - ლამარა კინწურაშვილი თბილისი 2009;
11. თხზულებანი
- ილია ჭავჭავაძე გვ. 323 ,,საბჭოთა საქართველო“ 1984 .
დანართი 1
ანკეტა
მე-5 კლასის მშობლებისათვის
1.
ყველაზე ხშირად
რა ტიპის წერით დავალებებს ასრულებს თქვენი შვილი?
ა)
ტესტურს; ბ)წერს თხზულებას; გ)მსჯელობს
მთავარ საკითხზე.
2.
ხშირად ეხმარებით თქვენს შვილს წერითი დავალების შესრულებაში?
3.
ყველაზე ხშირად
რა ტიპის დახმარებას უწევთ მას?
4.
წერის დროს
უშვებს პუნქტუაციურ შეცდომებს ?
ა)
დიახ; ბ) არა; გ) იშვიათად
5.
როგორ ფიქრობთ, რა იწვევს პუნქტუაციურ შეცდომებს? (დაწერეთ
ორიოდე
სიტყვით).
დანართი 2
კითხვარი
მოსწავლეებისთვის
1
წერის დროს იყენებთ თუ
არა სასვენ ნიშნებს?
ა) დიახ, ბ) არა.
2. რომელ სასვენ
ნიშნებს იყენებთ ყველაზე
ხშირად წერისას?
ყველაზე ხშირად ვიყენებ :
ა) მძიმეს , წერტილს; გ) კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს;
ბ)ტირეს , ორწერტილს; დ) მრავალწერტილს, კითვაძახილის ნიშანს.
3. თქვენი აზრით,
რას ემსახურება სასვენი ნიშნების
ხმარება?
ა)
სასვენი ნიშნების ხმარება ემსახურება
წინადადების ინტონაციას;
ბ) სასვენი ნიშნების ხმარება ემსახურება მხოლოდ წინადადებაში აზრის სწორად ჩამოყალიბებას;
გ) სასვენი ნიშნები თუ არ დავსვით წინადადების შინაარს
ვერ გავიგებთ;
დ) სასვენი ნიშნები საჭიროა მხოლოდ რთულ წინადადებაში.
4. სასვენი
ნიშნების გარეშეც შეიძლება წინადადების აზრის გაგება?
ა) დიახ, ბ)არა.
5. ადვილად
შეგიძლია ისეთი ტექსტის წაკითხვა, რომელშიც სასვენი ნიშნები არ არის დასმული?
ა) დიახ, ბ) არა
დანართი 3
კითხვარი
მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
1)
ხშირად კითხულობთ
თქვენი შვილის დაწერილ ესეს?
ა) დიახ; ბ) არა; გ) იშვიათად.
2 ხშირად აძლევთ მითითებებს ნაწერთან დაკავშირებით?
ა)
დიახ; ბ) არა; გ) იშვიათად.
3) როგორი შინაარსის შემცველია თქვენი მითითებები?
ა) ჩემი მითითებები ეხება ნაწერის შინაარსობრივ მხარეს;
ბ)ჩემი მითითებები ეხება ნაწერის გრამატიკულ
მხარეს;
გ) ჩემი მითითებები ეხება ნაწერის სტრუქტურას ( აბზაცები).
4) მოგწონთ
თქვენი შვილის წერითიმეტყველება?
ა) დიახ; ბ) არა; გ) იშვიათად.
5)როგორ ფიქრობთ, ობიექტურად აფასებს მასწავლებელი თქვენი
შვილის ესეს?
ა)
დიახ; ბ) არა; გ) იშვიათად.
Comments
Post a Comment