1 . პროექტის სახელწოდება:
·
„რა
ენა წახდეს ერიც დაეცეს“
2. პროექტის მთავარი იდეა:
- ენის სიწმინდის დაცვა.
- ახალგაზრდების მეტყველებაში დამკვიდრებული ენობრივი ფორმების
გაანალიზება;
- ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილების
გაანალიზება;
- ენათმეცნიერთა
სტატიების, ნაშრომების გაცნობა-დამუშავება.
3. პროექტის აქტუალობა:
·
ნეოლოგიზმების სიჭარბემ გამოიწვია ენის შევიწროება,
·
ამის გამო ენის ნორმების დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია.
·
პროექტის
აღწერა: თანამედროვე სასაუბრო
და სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული ფორმების შესწავლის მიზნით, მოსწავლეები
გაეცნობიან თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებებს, შეისწავლიან მწერლის ენას.
გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის წერილებს, წაიკითხავენ საენათმეცნიერო სტატიებს,
გავაცნობ ანტონ კათალიკოსის „სამი სტილის თეორიის“ ფრაგმენტებს.
4.პროექტის მიზნები:
- მოსწავლეთა დაინტერესება.
- კვლევის უნარის განვითარება.
- მასალის მოგროვებისა და დახარისხების უნარის განვითარება.
- მოძიებული მასალის თავმოყრა, დახარისხება ლექსიკური თუ გრამატიკული ფორმების მიხედვით, რათა დაადგინონ, ამდიდრებს თუ ანაგვიანებს ეს ფორმები ენას.
- მინი ლექსიკონის შექმნა.
- მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციის ორგანიზება.
5.მონაწილეთა ასაკი: X
- XI კლ.
6. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რომელიც შეიძლება შეიქმნას:
- შეადგენენ მინი ლექსიკონს თანატოლებისთვის, გამოყენების მიზნით,
- დაწერენ რეფერატებს,
- დაწერენ ესეებს,
- მოამზადებენ პრეზენტაციისთვის საჭირო მასალებს,
- თავმოყრილ მასალას ცხრილების სახით გამოფენენ საკლასო ოთახში.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·
კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი,
·
საჭირო ლიტერატურა:უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონები(სხვადასხვა გამოცემა), ქართული
ენის
განმარტებითი ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი.
·
ფორმატის და თაბახის ფურცლები.
·
მარკერები, ფლომასტერები, ფანქრები, კალმები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·
აქტ.1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
·
აქტ.2. ორგანიზაციული საკითხი:
- ჯგუფების შექმნა
- ფუნქციების განაწილება
- კონკრეტული დავალებების განსაზღვრა
·
აქტ.3. თითოეული ჯგუფი იწყებს მუშაობას:
- ჩაიწერენ უცხო ენიდან შემოსულ და ჩვენს მეტყველებაში დამკვიდრებულ ენობრივ ფორმებს.
- მოიძიებენ მასალას ინტერნეტში.
- დაახარისხებენ მოძიებულ ფორმებს ანბანის მიხედვით, განმარტავენ ჯერ საკუთარი ძალებით, შემდეგ მასწავლებლის
დახმარებით.
10. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების
გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ
კითხვებს და სხვ.);
·
წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს
ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
·
ირჩევს და კრიტიკულად შეაფასებს
წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების
წესებს: ციტირებას, პარაფრაზირებას, რეზიუმირებას;
·
კითხულობს ნაწერს კორექტირების
მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
·
ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს
(მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას;
·
ქართ.
XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
ესეის დაწერა.
·
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს ესეის, რომელშიც პირად ან
ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ
(ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
·
ქართ.
XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.
·
წერს ჩატარებული სამუშაოს (მაგალითად,
პროექტის, ღონისძიების, პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს;
·
განარჩევს და შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული
საშუალებების გამოყენებით წერილობით ტექსტში წარმოადგენს ინფორმაციას, კომენტარს, პროგნოზს,
ვარაუდს, ეჭვს და ა.შ.
·
·
ქართ.
XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·
შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს
ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს
იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი და
დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ
ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
·
საბოლოო ვარიანტის რედაქტირების
დროს ასწორებს გრამატიკულ, პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.
11. შეფასების საგანი და პროცედურები:
·
შეფასდებიან შემდეგი აქტივობების მიხედვით: დავალების მიზნის გაცნობიერება, მასალის მოძიება, შეგროვება, დამუშავება, მეტყველების კულტურისა გრამატიკული ნორმების დაცვა, შემოქმედებითობა, ორიგინალურობა, ჯგუფში მუშაობა.გრამატიკული ნორმების დაცვა, შემოქმედებითობა, ორიგინალურობა,ჯგუფში მუშაობა.
12.პროექტის ხელმძღვანელი:
ნატო ნოზაძე
13.ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: nato.nozadze73@gmail.com
Comments
Post a Comment