ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
კონფერენციის ხანგრძლივობა: 1 დღე
თარიღი: 2015 წლის 17 ოქტომბერი
მიზანი : კონფერენცია მიზნად ისახავდა უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიურიურთიერთობების განვითარება გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილებისგაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას როგორცსაშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა დაპრაქტიკას. ასევე განხორციელდა განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა დაპრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური
საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლოურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.
რეზიუმე: 17 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა მასწავლებელთა IV კონფერენცია „ უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გახსნა. მუშაობისათვის მეტად თბილი და უშუალო გარემო იყო შექმნილი.მე, როგორც მომხსენებელმა 17 ოქტომბერს წარმოვადგინე თემა: ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“
კონფერენცია მართლაც ეროვნული სულისკვეთების მატარებელი იყო, აქ განხილული ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზების ძიება,ვფიქრობ, ქვეყნის უმთავრესიპრობლემის,მომავალი თაობის აღზრდისა და ჯანსაღი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისსაწინდარია.
საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
Comments
Post a Comment