მხატვრული ნაწარმოების გააზრება

 რთულია  მხატვრული ტექსტის  გააზრება, ურთულესია  მწერლის  ჩანაფიქრის  ამოცნობა, რომელიც  იდუმალ  იმალება  წინადადებებში მთავარია  მოსწავლეებმა  თავისუფლების  არსი  გააცნობიერონ,რომელიც  საკუთარი  თავის  შეცნობაში  დაეხმარებათ რადგანაც  ,,ყმაწვილი  უნდა  სწავლობდეს  საცნობლად  თავისადაო", რათა  ადვილად  გაუმკლავდეს  უარსო  საწყისებს და გაანადგუროს  უსამართლობა, რომელიც  ცდილობს  გზის  გაკვალვას.
,, მერანის''  გმირი ,,ეძგერა  ქაოსს  ვით  თავხედი   მაკედონელი" და  დაამყარა  კიდეც  წესრიგი, სააუკუნეებს  გადასწვდება  მისი ,, გიჯური ლტოლვა",დაუმარცხებელია  ადამიანი, რომელიც  სიცოცხლეში  დაუპირისპირდა  უწესრიგობას, ბრძენია იგი ,, ვაქებ  ჭკუასა  ბრძენთასა  რომელნი  ეურჩებიან".
თავისუფალ  სულთა  მდინარებას  ვერაფერი  შეაჩერებს , ამიტომაც  მოსვენება  დაეკარგათ  ,,ცისფერყანწელებს", ყველაფრის  შეგრძნება უნდოდათ, რათა  სიყალბე  დაეთრგუნათ და ლექსში თავისუფლება  ჩაედოთ ,,გაგიჟება სჯობს  თუ გათავდა  სიტყვის  მადანი'' .  მათი თავისუფლება შიშისმომგვრელი აღმოჩნდა  საზოგადოებისთვის, თამამი სიტყვა  ვერ  შეითვისეს ბოლშევიკებმა , პაოლოს  ფრაზამ : ,, იქ სადაც  სდუმან  პირამიდები შენ  მომინდები..."  აღაშფოთა  საზოგადოება და აიკრძალა ის,   რაც  არ  იკრძალება რაც  არ კვდება რაც  დროთა განმავლობაში  ვულკანივით  ამოხეთქავს  ხოლმე და დღეს  გულში  აღწევს  ეს  სიტყვები: ,,  ღმერთო აპატიე  დედას, მე  თუ  ვერ  მიშველი.." მათ  გადაარჩინეს  ქართული სული არ  შეუშინდნენ  სიკვდილს  , რათა ,, სიძნელე  გზისა გაადვილებულიყო.

ნატო  ნოზაძე ლაგოდეხი გიორგეთის  საჯარო  სკოლა, ქართული ენისა და ლიტ-რის  მასწავლებელი

No comments:

Post a Comment